საზოგადოება
12.01.2024 11:01
გორის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებს 5000 ლარით დააფინანსებს

2024 წელს გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებს გორის მერია ერთჯერადად 5000 ლარით დააფინანსებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, გასულ წელთან შედარებით, თანხის ოდენობა 4000 ლარით გაიზარდა.

როგორც მერიაში განმარტავენ, ერთჯერადი დახმარების მიზანს სტუდენტებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობა წარმოადგენს.

ცნობისთვის, 2023 წელს აღნიშნული პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების 1000 ლარით დაფინანსებას ითვალისწინებდა.

კვირის ამბები