გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი, საქართველოს სახელმწიფო დრამატულ თეატრებს შორის, პრემიერების რეიტინგით პირველ ადგილზეა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გორის თეატრი აქვეყნებს.
ერისთავის სახელობის თეატრი მოწინავე პოზიციაზეა რეპერტუარის ლიდერ სპექტაკლებს შორისაც (რეგიონის სახელმწიფო დრამატულ თეატრებს შორის) - „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ 17 წარმოდგენით და 5 926 გაყიდული ბილეთით მეორე ადგილს იკავებს.
რაც შეეხება მსახიობებს, გორელი მსახიობი მზიკა ტურაშვილი ყველაზე პროდუქტიულ ქალ მსახიობებს შორის დასახელდა.
„ქართული თეატრის სტატისტიკური კვლევის ანგარიში, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მოამზადა.
კვლევის მიზანია აქტიური და ეფექტურად მომუშავე თეატრების წარმოჩენა, რაც ქართული თეატრის განვითარებას, სფეროში არსებული პრობლემების დადგენას და მათ აღმოფხვრას, აგრეთვე, თეატრების მუშაობის პოპულარიზაციას და საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება“, - აცხადებენ გორის თეატრში.