საზოგადოება
11.01.2024 12:26
2023 წლის დეკემბერში, კორონავირუსით 10 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა - ჯანმო-ს გენერალური დირექტორი

„კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ დეკემბერში 10 000-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ავრცელებს.

ტედროს ადანომ გებრეისუს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, რომ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვება და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა გააგრძელონ.

 „მიუხედავად იმისა, რომ თვეში 10 000 გარდაცვალების შემთხვევა პანდემიის პიკზე ბევრად ნაკლებია, სიკვდილის ეს დონე მიუღებელია. მოვუწოდებ ყველა ქვეყნის მთავრობას, გაგრძელდეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვება და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა. კორონავირუსის ახალი JN.1 ვარიანტი მსოფლიოში ყველაზე მეტად ვრცელდება, თუმცა იგი „ომიკრონის“ ვარიანტია და დღეს არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ დაცვას უზრუნველყოფს. გასული წლის დეკემბერში, თითქმის 50 ქვეყანაში, ძირითადად, ევროპასა და ამერიკაში, საავადმყოფოებში მოხვედრის მაჩვენებელი 42%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება საქართველოში ამ დროისთვის არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, სპეციალისტების ინფორმაციით, ძირითადად, ფიქსირდება A-ტიპის და H1N1-ი, რომელიც „ღორის გრიპის“ სახელით არის ცნობილი, თუმცა, არის კორონავისურით ინფიცირების შემთხვევებიც.

ჯანდაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსახლეობას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენებისგან მოუწოდებენ.

კვირის ამბები