გორში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ ეტაპზე ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდება.მოწესრიგდება: გოგებაშვილის ქუჩის პარალელური სანაპირო (გზის მონაკვეთი დააკავშირებს პუშკინის ქუჩას და ცხინვალის გზატკეცილს, 1 033 მეტრი, 1 929 590 ლარი), ბაქოს ქუჩა (281 მეტრი, 401 180 ლარი), გელა თუთარაშვილის და დიმიტრი გიგაშვილის ქუჩები (217,5 მეტრი, 280 157 ლარი), ცხინვალის გზატკეცილი (N9ბ - ს მიმდებარედ არსებული შიდა კვარტალური გზა, 607 მეტრი, 878 965 ლარი), გვერდწითელის ქუჩა (მონაკვეთი, 204 მეტრი, 803 055 ლარი) და პუშკინის ქუჩა (გოგებაშვილის ქუჩიდან ცხინვალის გზატკეცილამდე, 341,7 მეტრი, 654 015 ლარი).
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტენდერები. პროექტების ჯამური სატენდერო ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება