სსიპ - ნიკო კეცხოველის სახელობის ქალაქ გორის №1 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა.
ვაკანტურ ადგილზე განცხადების წარმდგენი პირი სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება, მათ შორის ჩაითვლება მოხალისეობის ან სტაჟირების გამოცდილება. შეეძლოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მხარდაჭერა სპეც. მასწავლებელთან და სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სხვა სპეციალისტებთან ერთად თანამშრომლობის საფუძველზე.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 200-250 ლარია. მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 14 იანვრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს. სამუშაოს დაწყების თარიღად 16 იანვარია მითითებული.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება