საზოგადოება
10.01.2024 11:59
საქართველოში სეზონური გრიპის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა

სეზონური გრიპის შემთხვევებმა იმატა. შემთხვევები მომატებულია როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში, შესაბამისად, გაზრდილია სტაციონარიზაციის შემთხვევებიც.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ვირუსისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ყელის, თავის, კუნთების და სახსრების ტკივილი, მადის დაქვეითება და ხველა.

„თუ დეკემბრის დასაწყისში იაშვილის კლინიკაში, 25-30 პაციენტი იწვა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციებით, იანვრის დასაწყისში ამ პაციენტების რიცხვი 75-80-ის ფარგლებში მერყეობს. ასე იყო წინა წლებშიც, საქართველოში დეკემბერ-იანვარი ყოველთვის გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების აქტიურობის პერიოდია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წელს ეს შემთხვევები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გასულ წლებში იყო. გამორიცხული არაა, იანვარში კიდევ მოიმატოს ამ ციფრებმა, თუმცა, ვვარაუდობ, რომ წელს გრიპის სეზონი ისეთი აქტიური არ იქნება, როგორც წინა წლებში“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

 

კვირის ამბები