საზოგადოება
10.01.2024 11:39
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება, - ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, ამ ეტაპზე ტენდერები მიმდინარეობს და სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

რაც შეეხება კონკრეტულ ლოკაციებს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტყვიავის და მარანას დამაკავშირებელ გზას (2 300 მეტრი, 1 843 680 ლარი).

მისასვლელ გზებს - მუმლაანთკართან (800 მეტრი, 564 550 ლარი), ფხვენისთან (1 175 მეტრი, 1 068 797 ლარი), არაშენდასთან (2 390 მეტრი, 1 589 215 ლარი).

შიდა საუბნო გზებს - ბროწლეთში (1 242 მეტრი, 706 330 ლარი), ქიწნისის მეურნეობაში (1 343 მეტრი, 986 866 ლარი), ბერბუკსა (900 მეტრი, 581 148 ლარი) და ხიდისთავში (1 500 მეტრი, 1 000 457 ლარი).

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტების ჯამური სატენდერო ღირებულება 8 მილიონ ლარს აღემატება. საპროექტო მონაკვეთების ჯამური სიგრძე კი 11 კილომეტრზე მეტია.

კვირის ამბები