საზოგადოება
10.01.2024 11:30
სოფელ ორმოცში, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოთარ მაყიშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია იმართება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმოცში, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოთარ მაყიშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია იმართება.

ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლის 15 დეკემბერს, სოფელ ორმოცში მცხოვრებ ოთარ მაყიშვილს, რომელსაც მხოლოდ ასაკოვანი დედა ჰყავს, სრულად დაეწვა საცხოვრებელი სახლი და პირადი ნივთები.

„გვსურს, სასწრაფოდ დავეხმაროთ ოთარს, რაც თქვენი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნება. მისი ოჯახისთვის მედიკამენტების, საყოფაცხოვრებო ნივთების, ჰიგიენური საშუალებების,  ტანსაცმლის და არამალფუჭებადი საკვების შესაგროვებლად, თქვენი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

ნივთების ჩაბარება დაწყებულია მისამართზე: გორი, გურამიშვილის ქუჩა N5, ლომჭაბუკის სკვერი (ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი).

დეტალური ინფორმაციისთვის, ასევე, დამატებითი ინიციატივების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომრებზე: 598 28 82 62;  551 58 72 25“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კვირის ამბები