ფოტოგრაფიით დაინტერესებული გორელი ახალგაზრდებისთვის კონკურსი იწყება. ორგანიზატორების ინფორმაციით, საკონკურსო ნამუშევარი თემატურად დაკავშირებული უნდა იყოს გორთან.
ნამუშევრის წარდგენა შეუძლიათ 15-25 წლის ახალგაზრდებს. მიიღება მხოლოდ JPEG ფორმატის 2023-2024 წლებში გადაღებული ფერადი და შავ-თეთრი ფოტოები.
„ღონისძიებაფოტოგრაფიის კონკურსს და გამოფენას აერთიანებს, სადაც გორელი ახალგაზრდები მხატვრულ ნიჭს წარმოაჩენენ და მშობლიურ ქალაქს ახალი პერსპექტივიდან დაგვანახებენ. ციფრული გამოფენა გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოეწყობა და გამარჯვებულთა ფოტოებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლის და ფრინლასერი ფოტოგრაფის მარიო მონტოიას ნამუშევრები გამოიფინება.
პროექტი ახალგაზრდებს და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს, დაინახონ საქართველო როგორც ქართველი, ისე ამერიკელი ხალხის თვალით“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
კონკურსში მონაწილეს შეუძლია მაქსიმუმ 2 ნამუშევრის გაგზავნა, რომელსაც თან უნდა ახლდეს ინფორმაცია - ავტორის სრული სახელი, ასაკი, ფოტოს სათაური და აღწერა (2-3 წინადადება).
ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: KetsbaiaM @ State.gov სათაურით PHOTO Contest - GORI Through My L
ნამუშევრების გაგზავნის ბოლო ვადა 31 იანვარის 18:00 საათია.