საზოგადოება
09.01.2024 12:18
მოხალისეობრივი საქმიანობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტი იწყება

მოხალისეობრივი საქმიანობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო  პროექტი იწყება.

აქტივობის ფარგლებში მონაწილეები 10-თვიან მოხალისეობრივ საქმიანობას პოლონეთის ქალაქ ლუბავკაში განახორციელებენ.

როგორც გორის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, პროგრამა ითვალისწინებს საერთაშორისო პროექტებზე მუშაობას, პოლონელ და უკრაინელ ბავშვებთან საგანმანათლებლო-სახალისო აქტივობების ჩატარებას და მრავალფეროვან ღონისძიებებში ჩართვას. მოხალისე გაიუმჯობესებს კომპეტენციებს ახალგაზრდულ საქმიანობაში და გამოიმუშავებს პიროვნულ უნარ-ჩვევებს.

„ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ Miejsko-Gminny Ośrodek LUBAWKA  გამოაცხადა  მოხალისეობრივი ESC ვაკანსია. პროექტი  2024 წლის იანვრიდან დაიწყება და ათი თვე გაგრძელდება. ფინანსდება მგზავრობა, საცხოვრებელი, კვება, დაზღვევა.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 18-30 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც უნდა ფლობდნენ ინგლისურს“, - აცხადებენ სააგენტოში.

დაინტერესებულმა პირებმა მეტი ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 593 45 14 28 (ნინო გოლოშვილი).
კვირის ამბები