საზოგადოება
27.02.2020 13:05
კორონავირუსის დადასტურების ფაქტთან დაკავშირებით საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი არ შენარჩუნდება - ლია კოვზიაშვილი

საქართველოში, კორონავირუსის დადასტურების ფაქტთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი არ შენარჩუნდება. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის განცხადებით, პატარებში გავრცელებული ვირუსული ინფექციების გამო გამოცხადებული დასწრების თავისუფალი რეჟიმი 2 მარტიდან აღარ იმოქმედებს.

„არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ სასწავლო პროცესი სპეციალურ რეჟიმში წარვმართოთ - ორშაბათიდან, სააღმზრდელო დაწესებულებებში მოქმედი თავისუფალი დასწრების რეჟიმი აღარ იმოქმედებს. ბუნებრივია, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, ვითარების მიხედვით ვმოქმედებთ და შესაბამის გადაწყვეტილებებსაც ამის შემდეგ ვიღებთ“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ლია კოვზიაშვილმა.

კვირის ამბები