ზაგრების ღია პირველობაზე გორელი სპორტსმენი გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) იასპარეზებს.
2024 წელს, ჭიდაობაში პირველ საერთაშორისო ტურნირს ხორვატია უმასპინძლებს.
შეჯიბრი 10-14 იანვარს ჩატარდება.
პირველობაზე საქართველოს ღირსებას 21 სპორტსმენი დაიცავს. მონაწილეობას როგორც თავისუფალი, ისე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მიიღებს.
ცნობისთვის, გორელი ფალავანი გენო პეტრიაშვილი 10 წელზე მეტია არაერთ ევროპის, მსოფლიოს თუ ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებით ასპარეზობს.
2023 წელს სპორტსმენმა კონტინენტური ჩემპიონატი ვიცე-ჩემპიონის ტიტულით დაასრულა. გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს და პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზიას დაეუფლა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს