სპორტი
08.01.2024 12:13
„დილას“ პორტუგალიელი სპეციალისტი რუი მოტა გაწვრთნის

გორის „დილას“ პორტუგალიელი სპეციალისტი რუი მოტა გაწვრთნის, - ინფორმაციას საფეხბურთო კლუბი ავრცელებს.

როგორც გორის „დილაში“ აცხადებენ, 44 წლის მოტა არაერთ კლუბთან თანამშრომლობდა და მწვრთნელის ასისტენტის და მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება აქვს.

„ჩვენს კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ამიერიდან „დილას“ პორტუგალიელი სპეციალისტი, 44 წლის რუი მოტა გაწვრთნის, რომელსაც მთავარი მწვრთნელის და მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობაზე ნამუშევარი აქვს ისეთ კლუბებში, როგორიცაა: პორტუგალიური „ბრაგა“ და „მორიერენსე“, ასევე, ვარშავის „ლეგია“ ბელგიური „სტანდარტი“ და ბრაზილიური „ვასკო და გამა“, გარდა ამისა, „ალკოჩეტენშეს“ და „შიბენიკის“ (ხორვატია) ასაკობრივ გუნდებშიც“, - აღნიშნულია კლუბის ინფორმაციაში.

მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობას ემანუელ რიბეირო დაიკავებს. 34 წლის სპეციალისტს ასისტენტის პოზიციაზე ნამუშევარი აქვს დონეცკის „შახტარსა“ და პოლონურ „გდანსკში“.

კვირის ამბები