სპორტი
08.01.2024 13:21
„ივერიონი“ ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახელობის ხსოვნის ტურნირზე იასპარეზებს

გორის საკალათბურთო კლუბი „ივერიონი“ ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახელობის ხსოვნის ტურნირზე იასპარეზებს.

კლუბის ცნობით, ადგილობრივი გუნდი სამ შეხვედრას გამართავს და „რუსთავს“, „თსუს“ და „რაშს“ დაუპირისპირდება.

ტურნირის პირველ თამაშს „ივერიონი“ „რუსთავის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. საკალათბურთო მატჩი 15 იანვარს 17:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახელობის ხსოვნის ტურნირი 15-დან 20 იანვრის ჩათვლით გაიმართება. ყველა შეხვედრა თბილისი არენაზე ჩატარდება.

კვირის ამბები