სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, სწავლის დაწყებისას ცვლილება ამოქმედდა - კერძოდ, სააგენტოს დაქვემდებარებულ ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი აღარ იმოქმედებს.
არასაპატიო გაცდენების შემთხვევაში, აღსაზრდელი ამოირიცხება ჯგუფიდან.
„იმ შემთხვევაში, თუ აღსაზრდელმა საბავშვო ბაღი საპატიო მიზეზით - ავადობის გამო გააცდინა, მშობელი/მეურვე ვალდებულია, რომ შესაბამისი ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან სააგენტოში (სტალინის 16) წარადგინოს“, - აცხადებენ სააგენტოში.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი, დაახლოებით, 3 წელი მოქმედებდა.