საზოგადოება
27.02.2020 13:02
გორელი ახალგაზრდებისთვის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი ინგლისური ენის შემსწავლელ უფასო კურსებს იწყებს

14-დან 19-წლამდე ახალგაზრდებს, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსთან არსებული ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი ინგლისური ენის შემსწავლელ უფასო კურსებს სთავაზობს.

პროექტი მოხალისე მასწავლებლების მიერ შემუშავებულ კომბინირებულ სასწავლო პროგრამას გულისხმობს და  სასწავლო პროცესში, სახალისო ვორკშოპების გამართვას ითვალისწინებს. გაკვეთილებს იტალიელი მოხალისეები თარჯიმანის დახმარებით ჩაატარებენ.

ჯგუფი 25 მოსწავლისაგან დაკომპლექტდება, რეგისტრაციის ვადად კი 27 თებერვლიდან 3 მარტამდე პერიოდი განისაზღვრა. სწავლა უფასოა და 4 მარტს დაიწყება.

პროექტში ჩართვის მსურველებმა, რეგისტრაციისთვის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრს უნდა მიმართონ შემდეგ მისამართზე: სუხიშვილის ქუჩა #20, ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 27-76-65

კვირის ამბები