საზოგადოება
05.01.2024 14:28
გორის მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 8 იანვრიდან განახლდება

გორის მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან, 8 იანვრიდან განახლდება.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, სწავლის დაწყებისას ცვლილება ამოქმედდება - კერძოდ, სააგენტოს დაქვემდებარებულ ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი აღარ იმოქმედებს.

არასაპატიო გაცდენების შემთხვევაში, აღსაზრდელი ამოირიცხება ჯგუფიდან.

„იმ შემთხვევაში, თუ აღსაზრდელმა საბავშვო ბაღი საპატიო მიზეზით - ავადობის გამო გააცდინა, მშობელი/მეურვე ვალდებულია, რომ შესაბამისი ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან სააგენტოში (სტალინის 16) წარადგინოს“, - აცხადებენ სააგენტოში.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი, დაახლოებით, 3 წელია მოქმედებს.

კვირის ამბები