ძიუდოში გამართულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე გორელმა სპორტსმენებმა ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ვიცე-ჩემპიონის ტიტულს თემურ ნოზაძე (60 კგ.) და ლაშა ნადირაძე (66 კგ.) დაესაკუთრნენ.
ორივე სპორტსმენი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ძიუდოში თელავში ჩატარდა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს