საზოგადოება
05.01.2024 13:00
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განცხადებების ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი 22 იანვრამდე გახანგრძლივდა.

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს  ინფორმაციით, სტუდენტთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულ პორტალზე: socreg. mes. gov. ge.

შეგახსენებთ, განაცხადების მიღების პროცესი უწყებამ 14 დეკემბერს დაიწყო.

კვირის ამბები