გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს საჯარო მოხელეებმა ჯილდო - წლის საუკეთესო თანამშრომელი - მიიღეს.
ათი საუკეთესო თანამშრომელი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად, დააჯილდოვა.
რაც შეეხება წარმატებულ თანამშრომლებს, ჯილდო გადაეცა მურაზ შიოშვილს (ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური), ეკატერინე კაპანაძეს (ეკონომიკის სამსახური), მარიამ ელიკაშვილს (სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური), დავით თოფჩიშვილს (სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური), ლელა მაისურაძეს (განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური), ნანა სოსანიძეს (საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური), ნანა ქაფიანიძეს (სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სამსახური), მაია წეწვაძეს (შიდა აუდიტის სამსახური), ალექსანდრე ანდღულაძეს (ზედამხედველობის სამსახური), ინგა ტარიელაშვილს (საკრებულოს აპარატი).
ინიციატივის ფარგლებში, ასევე, დაჯილდოვდნენ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, კასპის, ხაშურის და ქარელის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც.