პროექტი „ბედნიერი ახალი წელი“ გორის მუნიციპალიტეტში გრძელდება. თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები სოფლებს ეტაპობრივად სტუმრობენ. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, საახალწლო განწყობის შესაქმნელად და ტკბილეულის დასარიგებლად სპეციალურად მორთულ მანქანები სოფლების უმრავლესობას უკვე ეწვივნენ, დარჩენილ დასახლებებს კი მომდევნო დღეების განმავლობაში მოივლიან.
დღეს, 4 იანვარს დღეს, გორის მუნიციპალიტეტის მერია და სადღესასწაულო ცენტრი „დისნეი“ შობა-ახალ წელს ძევერაში (18:00 სთ), ქიწნისში (18:30 სთ), სათემოში (19:00 სთ), შერთულსა (19:30 სთ) და ქიწნისის მეურნეობაში (20:00 სთ) მცხოვრებ პატარებს მიულოცავს.
„გორის მაცნე“ გთავაზობთ განრიგს, როდის და რომელ სოფლებს ეწვევიან თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები პროექტის დასრულებამდე:
5 იანვარი - ზეღდულეთი (18:00 სთ), ბერშუეთი (18:30 სთ), კირბალი (19:00 სთ), ზემო სობისი (19:30 სთ), ქვემო სობისი (20:00 სთ), ქვემო ახალსოფელი (20:30 სთ), ახალშენი (21:00 სთ).
6 იანვარი - ახალუბანი (18:00 სთ), ახრისი (18:30 სთ), აძვი (19:00 სთ), მუმლაანთკარი (19:30 სთ), ჯარიაშენი (20:00 სთ), ციცაგიანთკარი (20:30 სთ), ქვემო არცევი (21:00 სთ), ქვეში (21:30 სთ).
7 იანვარი - ნიქოზი (18:00 სთ), ქვემო ნიქოზი (18:30სთ), ზემო ნიქოზი (19:00 სთ), ხვითი (19:30 სთ).
8 იანვარი - მერეთი (8:00 სთ), კარბი (18:300), ქერე (19:00 სთ), კოშკა (19:30 სთ), გუგუტიანთკარი (20:00 სთ) ,ზარდიანთკარი (20:30 სთ).
9 იანვარი - ვარიანი (18:00 სთ), ახალდაბა (18:30 სთ), საქაშეთი (19:00 სთ), არაშენდა (19:30 სთ), ვარიანის მეურნეობა (20:00 სთ).
10 იანვარი - შავშვები (18:00 სთ), ქვემო შავშვები (18:30 სთ), ნაწრეტი (19:00 სთ), წითელუბანი (19:30 სთ), ნადარბაზევი (20:00 სთ), ხურვალეთი (20:30 სთ).
11 იანვარი - ტყვიავი (18:00 სთ), ფლავი (18:30 სთ), ფლავისმანი (19:00 სთ), მარანა (19:30 სთ).
12 იანვარი - ატენი (18:00 სთ), ბნავისი (18:30 სთ), წედისი (19:00 სთ), ბოშური (19:30 სთ).
ცნობისთვის, პროექტს „ბედნიერი ახალი წელი“ გორის მერია თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.