გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში დღეს მორიგი საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადებიან. რეჟისორი სანდრო ელოშვილი სასცენო ხელოვნებისმოყვარულ პატარებს საახალწლო სპექტაკლზე ეპატიჟება.
შარლ პეროს ზღაპრის მიხედვით დადგმული წარმოდგენა - „კონკია“ გორის თეატრის სცენაზე 10 იანვრის ჩათვლით გაიმართება. სპექტაკლი ყოველდღე 17:00 საათზე დაიწყება.
„ველოდებით ჩვენს საყვარელ მაყურებელს. თეატრში მოსულ პატარებს თოვლის პაპა ზღაპრის გმირებთან ერთად დახვდება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროში, ასევე, ონლაინ, ვებგვერდზე: biletebi.ge“, - აცხადებენ თეატრში.