1-ელი იანვრიდან ყველა პენსიონერი მომატებულ პენსიას აიღებს.
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაიზარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტიც.
„2024 წლიდან 50 ლარით გაიზარდა და 415 ლარს მიაღწია 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსიამ, ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში კი თითქმის 500 ლარს გაუტოლდა.
იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია გაიზარდა 315 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 380 ლარი გახდა.
შედარებისთვის, ეს მონაცემები 2012 წელს, შესაბამისად - 125 და 140 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შშმ სტატუსის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით, ხოლო სხვა კატეგორიის შშმ პირთათვის სოციალური პაკეტის ოდენობა 20 ლარით გაიზარდა“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება