საზოგადოება
01.01.2024 18:41
უახლოესი 10 დღის განმავლობაში გორში თოვა მოსალოდნელი არ არის

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი 10 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში თოვა მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს, 2 იანვარს მოსალოდნელია ნახევრადღრუბლიანი, უნალექო ამინდი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამის საათებში კი -2 გრადუსამდე დაეცემა.

ღრუბლიანობა, პერიოდულად მცირე ნალექი, დღისით +7, ღამის საათებში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება გორში 3 იანვარს.

4 იანვარს ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება დღის საათებში, ღამით კი ნავარაუდევია -1 გრადუსი ყინვა.

მცირე წვიმა, პერიოდულად ღრუბლიანობა და +8 გრადუსია მოსალოდნელი გორში 5 იანვარს.

6-7 იანვარს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერი კი +9 გრადუსამდე გათბება.

დღისით +9, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი 8 იანვარს გორში, ამავდროულად, დღის მეორე ნახევარში, 16 საათიდან მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით.

სინოპტიკოსების ცნობით, 9-10 იანვარს გორში უნალექო ამინდი და +11 გრადუსია მოსალოდნელი.

კვირის ამბები