საზოგადოება
29.12.2023 16:42
ახალი წლის შესახვედრად გორის ცენტრალურ მოედანზე კონცერტი გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 31 დეკემბერს, 2024  წლის შესახვედრად კონცერტი გაიმართება.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მთავარი ნაძვის ხის მიმდებარედ, ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება.

როგორც „გორის მაცნეს“ მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა რამაზ შიოშვილმა განუცხადა, მსმენელის წინაშე ჯგუფები - „არა“, „კანუდოსი“ და „soft wave“  მრავალფეროვანი მუსიკალური კომპოზიცით წარსდგებიან.

3, 4 და 5 იანვარს კი, გორის მერია დევნილ და სოციალურად დაუცველ პატარებს საახალწლო კონცერტებზე და ატრაქციონებზე ეპატიჟება.

კვირის ამბები