რეგიონი
29.12.2023 15:05
თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის გრანტი შიდა ქართლიდან ბებნისის საჯარო სკოლამ მოიპოვა

შიდა ქართლიდან, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლამ თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის მიერ გამოცხადებულ სასკოლო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

საგანმანათლებლო ფონდის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, კონკურსში სოფლის 409 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. კონკურსის მეორე ეტაპი 20-მა სკოლამ გადალახა, მათ შორის ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა.

„სამივე სკოლას ფონდისგან საჩუქრად რვა ათასი ლარი გადაეცემა, რომელსაც ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოიყენებენ. მადლობა თითოეული სკოლის ადმინისტრაციას და მოსწავლეს მაღალი ჩართულობისთვის“, - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.

შეგახსენებთ, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი სასკოლო საგრანტო კონკურსს საქართველოს სოფლის სკოლებისთვის მესამე წელია ატარებს.  

კვირის ამბები