საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის პირველი წრის დასკვნით შეხვედრაში „ივერიონი“ სტუმრად „თსუს“ დაუპირისპირდა.
მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ, ექვსქულიანი სხვაობით, ანგარიშით 95:89 დასრულდა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, გორის საკალათბურთო კლუბიდან შეხვედრის ლიდერებად კვენტინ ჰარდრიქტი და გეგი ბაქრაძე დასახელდა.
მატჩი თბილისი არენაზე გაიმართა.
ცნობისთვის, პირველი წრის შედეგების მიხედვით, „ივერიონი“ სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებს.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს