საზოგადოება
29.12.2023 11:31
იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით შემცირდება

2024 წლის 1-ელი იანვრიდან თბილისში და საქართველოს რეგიონებში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდება.

გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიიღო.

სემეკ-ის ინფორმაციით, ელექტროენერგიის ტარიფების შემცირებაზე გავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში, მაღალი ჰიდროლოგიის მაჩვენებლებმა, ასევე 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ.

შემცირებული ტარიფები ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა და  2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

კვირის ამბები