საზოგადოება
29.12.2023 10:09
გორში საშობაო ბაზრობა გაიმართება - საქველმოქმედო ღონისძიება ხვალ ჩატარდება

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში ტრადიციული საშობაო ბაზრობა გაიმართება.

ღონისძიება ხვალ, 30 დეკემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

აქტივობაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც ეხერხება ხელსაქმე და საკონდიტრო ნაწარმს ამზადებს.

საშობაო ბაზრობაზე გამოტანილი თითოეული ნივთი და პროდუქცია  სიმბოლურ ფასად გაიყიდება, მეპატრონე მიიღებს ფინანსურ სარგებელს და სურვილისამებრ გაიღებს შესაწირს, რაც საშობაოდ ეპარქიაში არსებულ წმინდა იოანე მოწყალეს სათნოების სახლს და ხანდაზმულთა დღის ცენტრს საშობაოდ გადაეცემათ.

საქველმოქმედო ღონისძიება გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელმთავრის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) ლოცვა-კურთხევით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის და გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების თანამშრომლობით გაიმართება.

კვირის ამბები