საზოგადოება
28.12.2023 11:50
სახელმწიფო იძულებით გადაადგილებულ 100-მდე ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 100-მდე ოჯახს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის.

სააგენტოს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავად შეარჩევენ.
„პროექტი, ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება. 2025 წლამდე საცხოვრებელი ფართები 13 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა, მათგან 7000 ოჯახი ბინას ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, ხოლო 6000 ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება“, - აცხადებენ სააგენტოში.
კვირის ამბები