გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განცხადებების ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი 29 დეკემბერს დასრულდება.
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულ პორტალზე: socreg. mes. gov. ge.
შეგახსენებთ, განაცხადების მიღების პროცესი უწყებამ 14 დეკემბერს დაიწყო.