გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფელ დიცის საჯარო სკოლაში ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „მზიურის“ კონცერტი გაიმართა.
მეცხრე თაობის „მზიურელებმა“ დიცელ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და ერთი დღე გაულამაზეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, კონცერტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თანადგომით გაიმართა.