სპორტი
27.12.2023 13:28
ჭადრაკში შიდა ქართლის საახალწლო ტურნირი გაიმართა

გორმა ჭადრაკში შიდა ქართლის საახალწლო ტურნირს უმასპინძლა.

შეჯიბრში 8-დან 14 წლამდე ასაკის მოთამაშეები მონაწილეობდნენ.

მონაწილეთა შორის იყვნენ როგორც გოგონები, ისე ჭაბუკი მოჭადრაკეები.

გორელთაგან, რვა წლამდე ასაკის გოგონათა შორის, ტურნირის გამარჯვებული მარიამ ჯიჯიშვილი გახდა. მეორე ადგილზე მარიამ ხიმშიაშვილი გავიდა. მესამე ადგილი კი ეკატერინე ალავერდაშვილმა დაიკავა.

რაც შეეხება ჭაბუკებს, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ლაზარე ქალიაშვილი მეორე ადგილის მფლობელი გახდა. დემეტრე ხუბულურმა კი ტურნირი მესამე ადგილით დაასრულა.

10 წლამდე სპორტსმენ გოგონათა შორის პირველ ადგილზე ემილი ცარიელაშვილი გავიდა. ნინი დურგლიშვილმა მეორე ადგილი დაიკავა. მესამე ადგილი კი ანა გოგიაშვილის ანგარიშზეა.

ჭაბუკთა შორის აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ზაალ ხუბულურმა გაიმარჯვა.

დათა აბრამიძემ შეჯიბრი მეორე ადგილით დაასრულა. მესამეზე კი გია ყველაშვილი გავიდა.

14 წლამდე სპორტსმენ გოგონათა შორის გამარჯვებული თეკლა მაისურაძე გახდა. ლიკა ბუხრაძე კი ტურნირის მეორე ადგილის მფლობელია.

ჭაბუკებში ალექსი ინაურმა გაიმარჯვა. მეორე ადგილი ალექსანდრე ოიებადემ დაიკავა. მესამე კი დავით თედელურის ანგარიშზეა.

პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს კი მედლები და დიპლომები გადაეცათ.

ტურნირი შიდა ქართლის რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

კვირის ამბები