სპორტი
27.12.2023 13:13
მცხეთის ღია პირველობაზე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა ორი მედალი მოიპოვეს
თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ მცხეთის ღია პირველობაზე, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა ერთი - პირველი და ერთი - მეორე ადგილი დაიკავეს.

შეჯიბრში უმცროსი ასაკის მოჭიდავეები ასპარეზობდნენ.

გორელთაგან ტურნირის გამარჯვებული ამირან გერმანოზაშვილი (70 კგ.) გახდა. მეორე ადგილი კი პაატა მურადაშვილმა (48 კგ.) დაიკავა.

სპორტსმენების მწვრთნელი ნიკო ტლაშაძეა.
კვირის ამბები