„სპორტული გორი 2023“- მიმდინარე წელს მიღწეული სპორტული წარმატებებისთვის გორელი სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები დააჯილდოვეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ფულადი პრიზები გადაეცათ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორებს, ასევე, საქართველოს ჩემპიონებს და სათამაშო სახეობებში ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების წევრებს. დაჯილდოვდნენ ამ სპორტსმენთა პირადი მწვრთნელებიც.
„გორის მაცნე“ გთავაზობთ რვა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს:
წლის საუკეთესო სპორტსმენი - გენო პეტრიაშვილი;
წლის საუკეთესო მწვრთნელი - არჩილ ბარამიძე;
წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ვაჟი - გიორგი ტერაშვილი;
წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გოგონა - ეთერ ასკილაშვილი;
წლის საუკეთესო სპორტსმენი ვაჟი კადეტთა შორის - გიორგი მაისურაძე;
წლის საუკეთესო სპორტსმენი გოგონა კადეტთა შორის - ანა გოდელაშვილი;
წლის საუკეთესო სპორტული სკოლა/კლუბი - ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლა;
წლის საუკეთესო სპორტული ღონისძიება - ევროპის თასი ძიუდოში კადეტთა შორის.
შემაჯამებელ ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„სპორტული გორი 2023“ გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრში გაიმართა. ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.