საზოგადოება
26.12.2023 14:00
სოფელ შავშვების საჯარო სკოლა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების საჯარო სკოლა ფიზიკური აღზრდა და სპორტის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 15-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას I, III, IV, V, VI, VIII კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, 450 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 3 იანვარს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი 15 იანვარია მითითებული.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

კვირის ამბები