საზოგადოება
26.12.2023 13:10
მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარებისთვის ახალი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარებისთვის ახალი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მეცხოველე ფერმერებისთვის, იქმნება ბიზნესის გაფართოების და სრულყოფის შესაძლებლობები. კერძო სექტორს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს მაღალპროდუქტიული ჯიშები და განახორციელოს ფერმების სათანადო აღჭურვა-მოდერნიზაცია.

„პროგრამის ფარგლებში შემუშავებულია ფერმის აშენების, რეკონსტრუქციის და აღჭურვისთვის შესაბამისი მოთხოვნები, რომელიც გულისხმობს ფერმაში საწარმოო პროცესების მექანიზაციის და ავტომატიზაციისთვის საჭირო დანადგარ-მოწყობილობებით აღჭურვას.

აღნიშნულის ფარგლებში, შეღავათიან აგროკრედიტს სამი ახალი ქვეკომპონენტი დაემატება: მაღალპროდუქტიული მერძეული, მეხორცული, კომბინირებული მიმართულების და სანაშენე ფერმის დაფინანსებისთვის;  სასუქი მსხვილფეხა პირუტყვის სადგომის მოწყობის დაფინანსებისათვის და მსხვილფეხა პირუტყვის მცირე ფერმერული მეურნეობების დაფინანსებისათვის“, - აცხადებენ სააგენტოში.

დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის გაცნობა შუძლიათ ვებგვერდზე: rda.gov.ge
კვირის ამბები