საზოგადოება
25.12.2023 15:27
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო  მოსახლეობას მოუწოდებს, საეჭვო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები, ხორცის შეძენისგან თავი შეიკაონ.

როგორც სეს-ის სპეციალისტები აცხადებენ, ახალი წლის დღეებში ხორცპროდუქტების მოხმარება იმატებს. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე კი, ხშირად, ხორცის რეალიზება არაკეთილსაიმედო გარემოში ხდება, სადაც შენახვის პირობები არადამაკმაყოფილებელია, ასევე, უცნობია ხორცის წარმომავლობა და საქონლის დაკვლის ადგილი.

„ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე). თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული ეტიკეტი, რომელზეც დატანილი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია ხორცის წარმომავლობის და სარეალიზაციო ვადების შესახებ.

გახსოვდეთ, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცის და ცხოველური წარმოშობის სურსათის (რძე და რძის პროდუქტები, თევზი და თევზპროდუტები) გამოყენებით, დაავადების რისკი მაღალია. ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საშიში დაავადებები“, - სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
კვირის ამბები