საზოგადოება
25.12.2023 14:25
სკრის საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა.

ვაკანტურ ადგილზე განცხადების წარმდგენი პირი სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ჰქონდეს პროფესიული განათლება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან იყოს დამამთავრებელ კურსზე; მუშაობის, მოხალისეობის ან სტაჟირების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება; ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ და გააჩნდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე.

დამსაქმებლის განმარტებით, უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს ფსიქოლოგის, მასწავლებელის, სპეციალური მასწავლებელის, ოკუპაციურ თერაპევტის, სოციალურ მუშაკის, სამედიცინო განათლება;

გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 170-180 ლარია. მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.

კვირის ამბები