პროექტი „ბედნიერი ახალი წელი“ გორის მუნიციპალიტეტში გრძელდება. თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები სოფლებს ეტაპობრივად სტუმრობენ. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, საახალწლო განწყობის შესაქმნელად და ტკბილეულის დასარიგებლად სპეციალურად მორთულ მანქანები სოფლებს -ბერბუკი, რეხა, სვენეთი, თორტიზა, ხელთუბანი, კარალეთი, დიდი გარეჯვარი, პატარა გარეჯვარი, მეჯვრისხევი, ზერტი, კვარხეთი, ფაბრიკის დასახლება - უკვე ეწვივნენ, დარჩენილ დასახლებებს კი, მომდევნო დღეების განმავლობაში მოივლიან.
დღეს, 25 დეკემბერს, გორის მუნიციპალიტეტის მერია და სადღესასწაულო ცენტრი „დისნეი“ შობა-ახალ წელ სკრაში (18:00 სთ), ბეთლემში (18:30 სთ), რიეთში (19:00 სთ), დიდ გორიჯვარში (19:30 სთ), პატარა გორიჯვარში (20:00 სთ), კოშკებში (20:30 სთ) მცხოვრებ პატარებს მიულოცავს.
„გორის მაცნე“ გთავაზობთ განრიგს, როდის და რომელ სოფლებს ეწვევიან თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები პროექტის დასრულებამდე:
26 დეკემბერი - ტირძნისი (18:00 სთ), მეღვრეკისი (18:30 სთ), ერგნეთი (19:00 სთ), თერგვისი (19:30 სთ), ბროწლეთი (20:00 სთ).
27 დეკემბერი - დიცი (18:00 სთ), არბო (18:30 სთ), ქორდი (19:00 სთ).
28 დეკემბერი - ტინისხიდი (18:00 სთ), ოთარშენი (18:30 სთ), თედოწმინდა (19:00 სთ).
29 დეკემბერი - ხიდისთავი (18:00 სთ), ქვახვრელი (18:30 სთ), უფლისციხე (19:00 სთ).
30 დეკემბერი - შინდისი (18:00 სთ), ფხვენისი (18:30 სთ), ყელქცეული (19:00 სთ), ქვემო ხვითი (19:30 სთ).
31 დეკემბერი - გორი.
4 იანვარი - ძევერა (18:00 სთ), ქიწნისი (18:30 სთ), სათემო (19:00 სთ), შერთული (19:30 სთ), ქიწნისის მეურნეობა (20:00 სთ).
5 იანვარი - ზეღდულეთი (18:00 სთ), ბერშუეთი (18:30 სთ), კირბალი (19:00 სთ), ზემო სობისი (19:30 სთ), ქვემო სობისი (20:00 სთ), ქვემო ახალსოფელი (20:30 სთ), ახალშენი (21:00 სთ).
6 იანვარი - ახალუბანი (18:00 სთ), ახრისი (18:30 სთ), აძვი (19:00 სთ), მუმლაანთკარი (19:30 სთ), ჯარიაშენი (20:00 სთ), ციცაგიანთკარი (20:30 სთ), ქვემო არცევი (21:00 სთ), ქვეში (21:30 სთ).
7 იანვარი - ნიქოზი (18:00 სთ), ქვემო ნიქოზი (18:30სთ), ზემო ნიქოზი (19:00 სთ), ხვითი (19:30 სთ).
8 იანვარი - მერეთი (8:00 სთ), კარბი (18:300), ქერე (19:00 სთ), კოშკა (19:30 სთ), გუგუტიანთკარი (20:00 სთ) ,ზარდიანთკარი (20:30 სთ).
9 იანვარი - ვარიანი (18:00 სთ), ახალდაბა (18:30 სთ), საქაშეთი (19:00 სთ), არაშენდა (19:30 სთ), ვარიანის მეურნეობა (20:00 სთ).
10 იანვარი - შავშვები (18:00 სთ), ქვემო შავშვები (18:30 სთ), ნაწრეტი (19:00 სთ), წითელუბანი (19:30 სთ), ნადარბაზევი (20:00 სთ), ხურვალეთი (20:30 სთ).
11 იანვარი - ტყვიავი (18:00 სთ), ფლავი (18:30 სთ), ფლავისმანი (19:00 სთ), მარანა (19:30 სთ).
12 იანვარი - ატენი (18:00 სთ), ბნავისი (18:30 სთ), წედისი (19:00 სთ), ბოშური (19:30 სთ).
ცნობისთვის, პროექტს „ბედნიერი ახალი წელი“ გორის მერია თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.