სპორტი
25.12.2023 10:43
გორში „სპორტული გორი 2023“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

დღეს, 25 დეკემბერს, გორელი სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია „სპორტული გორი 2023“ ჩატარდება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, 2023 წელს მიღწეული შედეგების მიხედვით, სპორტსმენებთან ერთად, მწვრთნელები და გუნდებიც დაჯილდოვდებიან.

ცერემონია გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრში 18:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

კვირის ამბები