საზოგადოება
24.12.2023 11:12
გორში დაგეგმილი საშობაო ბაზრობა გადაიდო

დღეს გორში დაგეგმილი საშობაო ბაზრობა უამინდობის გამო გადაიდო. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება 30 დეკემბერს ჩატარდება. აქტივობა 12:00 საათზე დაიწყება და იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში გაიმართება.

„მეუფის კურთხევით, საშობაო ბაზრობა უამინდობის გამო გადაიდო. ღონისძიება 30 დეკემბერს ჩატარდება. გელოდებით, არ დაიზაროთ და არ დაივიწყოთ, რომ ეს საშობაო საქველმოქმედოა, ხალხი ელოდება ჩვენს მცირედ დახმარებას“ - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საშობაო ბაზრობა გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელმთავრის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის და გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების თანამშრომლობით ჩატარდება.

კვირის ამბები