საზოგადოება
22.12.2023 16:39
ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ესეების კონკურსი ცხადდება

ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე: დეზინფორმაციის როლი ისტორიული მეხსიერების ჩამოყალიბებაში.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის მიზანია სტუდენტებში მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევების წახალისება, პოპულარიზაცია და საზოგადოებაში წარსულის და თანამედროვე მოვლენების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

„საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს დეზინფორმაციის როლს ისტორიული მეხსიერების ჩამოყალიბებაში, აანალიზებდეს დეზინფორმაციის გავლენას საზოგადოებასა და ისტორიულ ნარატივებზე. ესე შესაძლებელია ფოკუსირებული იყოს საბჭოთა ან თანამედროვე საქართველოს ისტორიის კონკრეტულ პერიოდზე, ან საკითხზე, ან ზოგად პოლიტიკასა თუ ტენდენციებზე/სფეროებზე. ესე შესაძლოა დაფუძნებული იყოს როგორც პრესის და მედიის, საჯარო ინფორმაციის, საარქივო მასალების და ღია წყაროების ანალიზზე, ასევე, სოციოლოგიური ან ეთნოგრაფიული კვლევის შედეგებზე. ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ესეს გამოგზავნა (სხვადასხვა თემაზე), უნდა იყოს ავტორის ორიგინალური ნაშრომი, გვთავაზობდეს მის მიგნებებს და ანალიზს, ქართულ ენაზე იყოს წარმოდგენილი და მოცემული ანალიზი ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან“, - ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება საკონკურსო პრიზებს: I ადგილის მფლობელი მიიღებს 700 ლარს, II - 500 ლარს, III - 300 ლარს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა დაწვრილებითი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს ნომერზე: 995 32 2 921514.

ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა 2024 წლის 8 იანვარია.

კვირის ამბები