საზოგადოება
22.12.2023 16:36
გორის მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლას პორტაბელური კომპიუტერები გადაეცა

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქვემდებარე 15 ავტორიზებული სკოლიდან, 12 საჯარო სკოლას პორტაბელური კომპიუტერები გადაეცა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტექნიკა გორის №2, №5, №7, №9 და სოფლების - ტყვიავის, ზერტის, ხელთუბნის, ტინისხიდის, სკრის, ხიდისთავის, ბნავისის და ქერეს საჯარო სკოლებს გადასცა.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტექნიკის ჯამური ღირებულება 600 000 ლარს აღემატება.

 შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში ავტორიზაცია 15 სკოლამ გაიარა.

კვირის ამბები