იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში ტრადიციული საშობაო ბაზრობა გაიმართება.
ღონისძიება გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელმთავრის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის და გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების თანამშრომლობით ჩატარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აქტივობაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც ეხერხება ხელსაქმე და საკონდიტრო ნაწარმს ამზადებს.
საშობაო ბაზრობაზე გამოტანილი თითოეული ნივთი და პროდუქცია გაიყიდება სიმბოლურ ფასად, მეპატრონე მიიღებს ფინანსურ სარგებელს და სურვილისამებრ გაიღებს შესაწირს. შეგროვილი თანხით ეპარქიაში არსებულ წმინდა იოანე მოწყალეს სათნოების სახლს და ხანდაზმულთა დღის ცენტრს საშობაოდ დაეხმარებიან.
ღონისძიება 24 დეკემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება