სპორტი
21.12.2023 13:03
გორი ჭადრაკში შიდა ქართლის საახალწლო ტურნირს უმასპინძლებს

23-24 დეკემბერს გორი ჭადრაკში შიდა ქართლის საახალწლო ტურნირს უმასპინძლებს.

შეჯიბრში მონაწილეობა 8-დან 14 წლამდე ასაკის მოთამაშეებს შეუძლიათ.

მსურველებმა დაბადების მოწმობის ასლი და სატურნირო შენატანის გადარიცხვის დოკუმენტი ელექტრონულ მისამართზე: cialaqasoshvili @ gmail . com უნდა გადააგზავნონ. დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადა 22 დეკემბრის 18:00 საათია.

რაც შეეხება პრიზიორებს, პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდებიან. მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს კი მედლები და დიპლომები გადაეცემათ.

ტურნირი შიდა ქართლის რეგიონალური ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება.

კვირის ამბები