საფეხბურთო კლუბი „გორი“ „GL Sport Cup“-ის თასის მფლობელი გახდა.
ფინალურ შეხვედრაში „გორი“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდა. მატჩი ადგილობრივი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მოწინააღმდეგის კარში თითო გოლი თენგო მაზმიშვილმა და ალექსანდრე რაზმაძემ გაიტანეს.
გამარჯვებულებს თასთან ერთად მედლებიც გადაეცათ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. საუკეთესო თავდამსხმელის ტიტული მათე თედეევმა მოიპოვა. საუკეთესო ფეხბურთელი კი ლუკა კოკოზაშვილი გახდა.
„საფეხბურთო კლუბი „გორი“ მადლობას უხდის ორგანიზატორებს შესანიშნავი ტურნირის ჩატარებისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში“, - აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სპორტული აქტივობა საფეხბურთო კლუბ „უქიმერიონის“ დამფუძნებლის სოსო ხაჩიძის მხარდაჭერით ჩატარდა.
შეჯიბრში 2009-2010 წლებში დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება