საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განათლების სისტემაში განხორციელებული სოციალური პროგრამების შესახებ ისაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წარმატებული სტუდენტები 150 ლარის ნაცვლად 300-ლარიან გაზრდილ სტიპენდიას საშუალოდ 5000 წარმატებული სტუდენტი მიიღებს.
ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ დაახლოებით 30 000-მდე სტუდენტს კი არსებული დავალიანება გაუნულდა და სტატუსის აღდგენის და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცა.