საზოგადოება
19.12.2023 15:43
2024 წლიდან უსახლკარო, მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა იწყება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან უსახლკარო, მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა იწყება. ორწლიანი პროექტის ფარგლებში, სახლებს სოციალურად დაუცველი ოჯახები მიიღებენ, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პროგრამის ფარგლებში, სამ და მეტშვილიან, უსახლკარო და გაუსაძლის პირობებში მაცხოვრებელ 1000-ამდე ოჯახს ბინებს სახელმწიფო შეუძენს. ორწლიანი პროექტის ჯამური ღირებულება 50 მილიონი ლარია.

კვირის ამბები