კულტურა
19.12.2023 14:23
საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა ფედერაცია გორის ქორეოგრაფიულ ანსამბლებს წარმატებული მოღვაწეობისთვის „ოქროს ორდენით“ დააჯილდოებს

გორში არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა ფედერაციის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

მცხეთაში გამართულ კონცერტზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმატებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ.

გორიდან ანსამბლები - „სამება“, „ასსას ფესვები“ და „ჩუქურთმა“ წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.

„ჩვენი ანსამბლის ერთ-ერთი ჯგუფის დებიუტი შედგა. შესაბამისად, ძალიან ღელავდნენ ბავშვები, თუმცა, ვიტყვი, რომ მათი პირველი გამოსვლა სცენაზე მაინც შესანიშნავი იყო. კონცერტის განმავლობაში 21 ქორეოგრაფიული ნომერი ვიხილეთ და საამაყოა, რომ  ჩვენი ანსამბლის დებიუტანტებს ღირსეულად ეჭირათ თავი“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ ქორეოგრფიულ ანსამბლ „სამებას“ ხელმძღვანელმა სოსო გურგენაშვილმა.

წარმატებული გამოსვლის შემდეგ, გორში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელმძღვანელები ღონისძიების ორგანიზატორებმა სპეციალური პრიზები გადასცეს და დაჯილდოების ცერემონიალზე - „ოქროს ხალიჩა“ მიიწვიეს.

საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა ფედერაცია „ოქროს ჯგუფი“ დაჯილდოების ღონისძიებას მაისში გამართავს და  გორის ქორეოგრაფიულ ანსამბლებს წარმატებული მოღვაწეობისთვის „ოქროს ორდენს“ გადასცემს.

კვირის ამბები